საზოგადოება
საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი.
ქართველმა სამხედროებმა გმირულად მოიგერიეს თვითმკვლელი ტერორისტისა და მეამბოხეთა ჯგუფის თავდასხმა, რასაც სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. გვყავს დაჭრილებიც.
ქედს ვიხრი მათ წინაშე. ვუერთდები გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ოჯახების უდიდეს მწუხარებას და ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს.
ბიძინა ივანიშვილი“
![]() |