აქტუალური
13.05.13 - სამი დაღუპული, ბევრი დაჭრილი და დაშავებული... საქართველო, როდემდე?!
1-aqtua-3-rodemdeსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიულმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება. დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ.
უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (17.12.1986) საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“.
კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მედალი “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.