„ფორმულა-1“-ის მფლობელის ქალიშვილი Playboy-სთვის გაშიშვლდა
საქართველო, 13 მაისი,
საქინფორმი. 28 წლის მოდელი და ტელეწამყვანი
თამარა ექლსტოუნი მამაკაცების ცნობილი ჟურნალის მაისის ნომრის გმირი გახდა. თამამ ფოტოსესიაში თამარამ საკუთარი თავი განასახიერა – მილიარდერის მდიდარი და ლამაზი ქალიშვილი.
Playboy-ს ახალი ნომრის ყდაზე "ფორმულა 1"-ის მფლობელის, ბრიტანელი მილიარდერის ბერნი ექლსტოუნის ქალიშვილი სრულიად შიშველი წარდგა. როგორც ცნობილია, გოგონას საუკეთესო მეგობრები ბრილიანტებია. ამიტომაც თამარას ღირსებებს სწორედ ეს მბრწყინავი ქვები ფარავს.