საზოგადოება
კახიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან უნდა, რომ მათ დაშლამდე კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალოს და ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ალასანიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რადგან ის, „ნაცმოძრაობის“ აზრით, „სუსტი რგოლია“, რომელიც პრეზიდენტობის ამბიციებს არც მალავდა, სანამ ივანიშვილის განცხადებამ არ გამოაფხიზლა.
"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია. მოძრაობაში ყოველთვის იყო შიდა დაპირისპირებები: მერაბიშვილ-კეზერაშვილსა და ახალაიებს შორის, ბოკერიასა და უგულავას ფრთაც არ იყო კარგად შეთამაშებული ძირითად ფრთასთან.
„დღეს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში... გაახსენდათ ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვის რა აწყენინა და ახლა ცდილობენ, ერთმანეთს ღიად გაემიჯნონ, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში", - დასძენს კახა კახიშვილი.