რელიგია
ხობში სამონასტრო კომპლექსის გახსნაზე

1-patriarqi-usufსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში აშენებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულა.

მისმა უწმინდესობამ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. წმინდა სინოდის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქოს რეზიდენცია და წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრიც დაათვალიერეს. „ვულოცავ ხობელებს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, როდესაც კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან აღმშენებლობით პროექტს დაესვა წერტილი. სამონასტრო კომპლექსი დღეს ოფიციალურად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ ამ ღონისძიების აღსანიშნავად უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავად ჩამობრძანდა ხობში. სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ხდება ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ღმერთმა ინებოს, რომ სიკეთე და სიყვარული იქცეს ჩვენი ცხოვრების მთავარ მეგზურად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ხობის რაიონში სტუმრობისას პარლამენტის თავმჯდომარემ ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმიც დაათვალიერა.