სამართალი
სააკაშვილი: „პრემიერს ციხის კადრები არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჰქონდა“

1-sam2-kadrebiსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან 10 აპრილს თსუ-ში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა,  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ციხის სკანდალური კადრები მათ გამოქვეყნებამდე სამი თვით ადრე ჰქონდა.

პრეზიდენტის თქმით, ეს კადრები ლადო ბედუკაძემ ივანიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა. მანამდე კი, ჯერ კიდევ 2011 წელს, ბედუკაძემ ეს კადრები  პარტია "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა 400 ათასად, თუმცა, სააკაშვილის თქმით, ბურჯანაძეს ფული დაენანა. ამის შემდეგ ბედუკაძემ კადრები უკვე 600 თუ 700 ათასად შესთავაზა ლონდონში მცხოვრებ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც, მართალია, კადრები არ შეიძინა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბედუკაძე "საქართველოს დღევანდელ მმართველთან" დააკავშირა.