საზოგადოება
სააკაშვილი: „ეს იმ სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი!“

1-sazog1-ZuZuსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 აპრილს გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ჟურნალისტები არ დასწრებიან, პრეზიდენტი უნივერსიტეტის გარეთ მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა. შეხვედრის აუდიოჩანაწერი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.

„ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგიაც და ეს მექანიკაც და მე თვითონაც გამომიყენებია. მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინო სასტვენის სტვენით. ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდან არის, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო. ვინ რჩეული ვაჟკაცი? ვაზაგაშვილი მოკლეს იმიტომ, რომ ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“, - ისმის აუდიოჩანაწერში.

თსუ-ში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან ორ საათს გაგრძელდა. სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა მათ მწვავე შეკითხვებს არაადეკვატურად უპასუხა.