სამართალი
მონოპოლია სასამართლო ექსპერტიზაში

sofo-xorguani„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ხორგუანი ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.

როგორც ხორგუანმა საქინფორმს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

'' სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უგულებელყოფს საერთაშორისო სტანდარტებს და მხოლოდ მისთვის გასაგები მეთოდებითა და კრიტერიუმებით აფასებს, რაც დაუშვებელია. სტანდარტების გარეშე მუშაობისთვის ბიუროს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - განაცხადა საქინფორმთან საუბარში სოფო ხორგუანმა.

ხორგუანს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული ბიურო ისეთ დასკვნებს დებს, როგორიც ხელისუფლებას აწყობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა ზურაბ ჟვანიასა და მისი მეგობრის გარდაცვალების შესახებ დასკვნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ყვარელში უამრავი მოწმის თანდასწრებით იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს (ოფიციალურად ის „გიჟმა“ მეგობარმა მოკლა), რომლის სახელსაც დღეს ექსპერტიზის ბიურო ატარებს.