აქტუალური
მედიაკორპორაცია "ასავალ-დასავალის" ოფიციალური განცხადება

1-asavali-aqt2-a22013 წლის 12 მაისს “რუსთავი-2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის დაკავებას, გაიჟღერა “ასავალ-დასავალის” ყოფილი ჟურნალისტის გიორგი მამაცაშვილის გვარმა.

კერძოდ, ითქვა, რომ შეხვედრას, რომელზეც გიორგი ფარესიშვილის მეგობარს ლაშა ამირეჯიბს ზემოხსენებული ფარული ჩანაწერის შესახებ ესაუბრებოდნენ და მისი გასაჯაროებით ემუქრებოდნენ, გელა ხვედელიძესთან ერთად ესწრებოდა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი”.

“რუსთავი-2”-ის ეთერში გადაიცა ამ შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც გიორგი მამაცაშვილის ხმა საუბრობს, რომ თითქოს, ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები ჯერ კიდევ 2011 წელს “შემოაგდეს “ასავალ-დასავალის” რედაქციაში”.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:

1.Gგიორგი მამაცაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, აღარ არის ჩვენი რედაქციის თანამშრომელი და მისი სტატიები ზედიზედ რამდენიმე ნომერია, “ასავალ-დასავალისფურცლებზე აღარ გამოქვეყნებულა, ანუ, იმ პერიოდისათვის, როცა ზემოხსენებული აუდიოჩანაწერია გაკეთებული, გიორგი მამაცაშვილი აღარ იყოასავალ-დასავალისთანამშრომელი.

2. ინფორმაცია, თითქოს გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები ჯერ კიდევ ორი წლის წინათშემოაგდესასავალ-დასავალისრედაქციაში”, სინამდვილეს არ შეესაბამება და Mმსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

დასასრულ, ვაცხადებთ, რომ ასავალ-დასავალი” კატეგორიულად გმობს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ნებისმიერ  გამოვლინებას და მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უკომპრომისო  გადაწყვეტილებას მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.