უცხოეთი
ცარნაევის დაკრძალვას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლები. კემბრიჯის მცხოვრებლები, სადაც ცარნაევი ცხოვრობდა, ქალაქში მის დაკრძალვას აპროტესტებდნენ. ცარნაევის ცხედრის მიღებაზე უარი თქვა მასაჩუსეტის შტატის რამდენიმე სასაფლაოს მმართველმაც.
ქალაქ ვორჩესტერის პოლიციის განცხადებით, ცარნაევის ცხედრის დაკრძალვის სურვილი ერთმა „მამაცმა და შემწყნარებელმა“ ადამიანმა გამოთქვა.