უცხოეთი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. კიბერმძარცველების ჯგუფმა საბანკო ბარათების მონაცემთა ბაზა გატეხა და რამდენიმე საათის განმავლობაში 45 მილიონი დოლარი მოიპარა.
ნიუ-იორკში აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია შვიდი ადამიანი. თუმცა, ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაკავებულია მხოლოდ ჯგუფის ნაწილი, მათი ლიდერები კი სხვა ქვეყნებში მუშაობენ.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, გამოძიებაში ჩართული არიან იაპონია, კანადა, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ 12 ქვეყანა.