სამართალი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ აუცილებელია გაირკვეს, წინა ხელისუფლების პირობებში ვინ რა დანაშაული ჩაიდინა.
როგორც მან დღეს სპორტის სასახლეში 19 მაისს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა, სანამ ხალხს სამართლის ძებნა ქუჩაში დაუწყია, უმჯობესი იქნება, ეს შენობაში მოხდეს.კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ჯერ დანაშავეთა ვინაობა უნდა დადგინდეს, შეფასდეს რეჟიმი და შემდეგ ხელისუფლებას შეუძლია, მიიღოს ჰუმანური გადაწყვეტილებები მათ მიმართ, თუმცა დამნაშავეები აუცილებლად უნდა დასახელდნენ.
“ჩვენ იმის მომხრე არ ვართ, რომ ყველა ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ უნდა გახდეს ცნობილი, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
იგი ყველას მოუწოდებს, რომ 19 მაისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ყრილობაზე ყოფილი პოლიტპატიმრები წერილობით მიმართვას მიიღებენ, რომელსაც შემდეგ ხელისუფლებას გადაუგზავნიან.