სამართალი
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 100 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა

1-pradoსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, 2012 წლის 1 აგვისტოს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხით შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 100 000 ლარად შეიძინა ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუზერ პრადო“.

2011 წელს, IDFI-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე უკვე ირიცხებოდა 10 სატრანსპორტო ერთეული, აქედან 1 პერსონალური სარგებლობისთვის, 4 სამსახურებრივი მიმოსვლისთვის და 5 -  ოპერატიული და სპეცდანიშნულების.

„საინტერესოა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა სრულიად ახალი, 100 000 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენა“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.