ბურჯანაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს იგი, ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში. მანამდე კი განცხადებების გაკეთება არაკორექტულად მიაჩნია.
"ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ელემენტარული კორექტულობა გამოვიჩინოთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ დაველოდებით პრემიერ-მინისტრის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. მიმაჩნია, რომ კორექტულია, განცხადებები გაკეთდეს უკვე კანდიდატურების დასახელების შემდეგ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, „ქართული ოცნების“ 5 სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატს (გიორგი მარგველაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე) კიდევ ორი - პოეტი დათო მაღრაძე და ფიზიკოსი გია დვალი - დაემატა, თუმცა მაღრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ეს ცნობა უარყო, დვალი კი ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.
ამასთან, დედაქალაქის მერი გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტობისათვის ყველაზე შესაფერის კანდიდატებად მას დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია მიაჩნია.