სამართალი
ცხედრების ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უნდა ჩატარდეს და ამ პროცესში ორგანიზაციის ექსპერტის ჩართვის თხოვნით საიამ პროკურატურას მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
ომბუდსმენის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მას დაღუპულთა ნათესავებმა მიმართეს.
თავის მხრივ, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ თუ გამოძიება თანახმა იქნება, იგი მზადაა, ექსპერტიზა უსასყიდლოდ ჩაატაროს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 8 მაისს პანკისში, სოფელ დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი პირების, ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრების ექსჰუმაცია ჩატარდა.
კონკრეტულად რომელ ექსპერტზე შეაჩერებს არჩევანს პროკურატურა, ჯერჯერობით უცნობია.