საზოგადოება
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. მომღერალმა ივანა მელაიმ პრეზიდენტ სააკაშვილისგან მიღებულ საჩუქართან დაკავშირებით ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჩუქრები სხვა ადამიანებისგანაც მრავლად მიუღია.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტზეა ლაპარაკი და ქვეყნის პირველი პირი ყველა მომღერალს როდი ასაჩუქრებს, მელაიმ მიუგო:
„წერდნენ, რომ 900-ლარიანი საჩუქარი მივიღე. ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის (იცინის)?!. არც ის მესმის, თუ რატომ უკვირთ ჩემი შრომის ანაზღაურება. ეს თანხა შესაძლოა, ვიღაცას ბევრად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ხომ იმ თანხის მესამედია, რასაც უკრაინაში ვიღებ?! დღეს აქ, უკრაინასთან შედარებით, მეშვიდედ ჰონორარს ვიღებ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩემს მუსიკალურ კარიერას არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და ამ დროს, როცა ვიღაც 900-ლარიან საჩუქარზე დაიწყებს საუბარს, სასაცილოა...“