პუბლიკაციები
„ალიევი და საქართველო“ - თბილისში გეიდარ ალიევის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

1-akttt-mtavariსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 9 მაისს, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ „საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესისა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის გეიდარ ალიევის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის თემაც იყო „ალიევი და საქართველო“.

შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის“ წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

ღონისძიება საქართველოს და აზერბაიჯანის ჰიმნით გაიხსნა,  გაიმართა გეიდარ ალიევის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ, „საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალი ბაბაევმა,  ისტორიკოსმა, პროფესორმა გურამ მარხულიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ.

გამომსვლელებმა გეიდარ ალიევის ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობისა შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიებაზე მუშაობდა საქინფორმის კირესპონდენტი, რომელმაც კომენტარი სთხოვა „საქართველო-აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრს, ბატონ ალი ბაბაევს:

„დღეს ჩვენ გავმართეთ აზერბაიჯანის დიდი საზოგადო მოღვაწისა და ლიდერის გეიდარ ალიევის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

როგორც ცნობილია, გეიდარ ალიევს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის განვითარებაში. ეს ადამიანი იყო ყველა დიდი ენერგოპროექტის „არქიტექტორი“. გეიდარ ალიევი ქართველი ხალხის დიდი მეგობარი იყო და ის ყველაფერს აკეთებდა ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის. გეიდარ ალიევი იყო ედუარდ შევარდნაძის პირადი მეგობარი და ესეც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში. დღეს გეიდარ ალიევის გზას აგრძელებს მისი შვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი და მეზობელი ქვეყანა. საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიცია ერთ მილიარდს აღემატება - ნავთობის უმსხვილესი კომპანია „სოკარი“, ყულევის ტერმინალი, „სოკარის“ ბუნებრივი აირი და 270-მდე სხვა აზერბაიჯანული კომპანია მუშაობს საქართველოში და სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მეტად აქტუალურია ქართული საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, საქართველოსა და აზერბაიჯანს დიდი ისტორიული ურთიერთობა აქვთ. ილხამ ალიევის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

აზერბაიჯანის მიერ საქართველოში სხვადასხვა სახის სოციალური, საქველმოქმედო პროექტებიც ხორციელდება როგორც შიდა ქართლში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. იგივე შეიძლება ითქვას ჯანდაცის სფეროს პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოში სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებსაც ახორციელებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისა და ჩამოყალიბებისათვის.

ჩემი დიდი სურვილია, რომ ქართველმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ და განამტკიცონ ის ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ მიზნით დღევანდელ პროექტში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები.

მინდა ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრობა იყოს ძლიერი და ვერცერთმა მესამე ძალამ  ამ ურთიერთობებში რაიმე სახის ბზარი ვერ გააჩინოს.“

1-akttt-1 1-akttt-2
1-akttt-3 1-akttt-4
1-akttt-5 1-akttt-7
1-akttt-8 1-akttt-9