უცხოეთი
ინგლისში ბორის ბერეზოვსკი დაკრძალეს

1-berezovskiiiსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ლონდონის შორიახლო მდებარე ქალაქ უოკინგის ბრეკვუდის სასაფლაოზე გუშინ ბორის ბერეზოვსკის დაკრძალვა გაიმართა.

დაკრძალვის ცერემონიაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. სხვებთან ერთად, დაკრძალვას დაესწრნენ ბერეზოვსკის  ქალიშვილი ელიზავეტა, მეგობარი ეკატერინა საბიროვა, მცველი, რომელმაც ოლიგარქის ცხედარი აღმოაჩინა და ჩეჩენ სეპარატისტთა წარმომადგენელი აჰმედ ზაკაევი.