პუტინი: „რუსეთი ყველაფერს იღონებს პლანეტაზე მშვიდობის შესანარჩუნებლად“
საქართველო, 9 მაისი,
საქინფორმი. რუსეთი ყველაფერს იღონებს მშვიდობის შესანარჩუნებლად და არ დაუშვებს ომების გაჩაღებას, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68 წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე გამოსვლისას.
„ჩვენ გვახსოვს, რას ნიშნავს ომის ტრაგედია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს მისი ხელახლა გაჩაღება, ვერ დაემუქროს ჩვენს ბავშვებს, ჩვენს სახლს, ჩვენს პლანეტას“, - განაცხადა პუტინმა.