უცხოეთი
გამარჯვების აღლუმში მთელ რუსეთში 38 ათასი სამხედრო მონაწილეობდა

1-den-pobediსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. მთელ რუსეთში გამართულ გამარჯვების აღლუმებში 40 ათასამდე სამხედრო მოანწილეობდა. მარტო წითელ მოედანზე 11 ათასზე მეტმა კაცმა ჩაიარა.

აღლუმზე რუსული არმიის შეიარაღებიდან 101 ერთეული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო-საჰაერო ძალების 68 საფრენი აპარატი წარმოადგინეს.

პირველი აღლუმები აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების ქალაქებში ჩატარდა. ამასთან, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა რუსეთის სამხედრო ბაზებზე ტაჯიკეთში, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.