საზოგადოება
მან გაიმარჯვა და წავიდა...

1-meRvinetuxucesiსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. დღეს დილით, 2013 წლის 9 მაისს,  მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს დიდი ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ ვახტანგის ძე მეღვინეთუხუცესი.

მძიმე სენის მიუხედავად, ის ბოლო დღემდე გმირულად იდგა სცენაზე, ადამიანებს შორის “ნაპირებს“ (ფილმ “დათა თუთაშხიას“ რუსული სახელწოდება) აერთიანებდა, როგორც მისი გმირი ამავე სახელწოდების ფილმიდან, და ამ ქვეყნიდან იმქვეყნად გამარჯვებული წავიდა, გამარჯვების დღის 68-ე წლისთავზე.

საქინფორმის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს, მთელ საქართველოს.