აქტუალური
პრემიერ–მინისტრი ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ესტუმრა და ეუთოს დელეგაციას შეხვდა

1-akt1-lug-mtსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიჩარდ ლუგარის სახელობის   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის გახსნას დაესწრო.

ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეშიმიუძღვის.

ბიძინა ივანიშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა და მის ტექნოლოგიებს გაეცნო. პრემიერმა უშუალოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია უკვე განხორციელებული და  დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ლაბორატორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

გუშინვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ვოლფგანგ გროსრუკს და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟოაო სუარეშს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ეუთოს მისიის როლს და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შეუქცევადი პროცესია.

1-akt-1-lug-1
1-akt-1-lug-2
1-akt-1-lug-3