პოლიტიკა
საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გუშინ ქალაქ რუსთავში ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
გუშინვე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი, კომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |