სურკოვი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლებულია
საქართველო, 8 მაისი,
საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ კრემლის საიტი იუწყება. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა ხელი 8 მაისს მოაწერა.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ სურკოვი პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს.
მის მოვალეობას ამჟამად ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი ასრულებს.
ვლადისლავ სურკოვი ვიცე-პრემიერი 2011 წლის დეკემბერში გახდა.