უცხოეთი
ევროკავშირი სირიასთან დაკავშირებით რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმებით კმაყოფილია

1-eurosouz-ucxსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირი უაღრესად კმაყოფილია სირიის სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებული ერთობლივი შეთანხმებით. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.

„ევროკავშირს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარება ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევით შესაძლებელია“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაიკლ მანმა.

გუშინ  რფ-ს ვიზიტით ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მოლაპარაკების პროცესში მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ სწრაფვაში.