პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე იქნება

magradzeსაქინფორმისთვის აცნობეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე იქნება. მას მოძრაობის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ხვალ ათონელის თეატრში დაგეგმილ შეხვედრაზე აირჩევენ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავით მაღრაძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ იგი ტელეფონს არ პასუხობს.

„დაიცავი საქართველოს“ ოფისში კი ამ ინფორმაციას ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული პარტიის“ შექმნისას დატოვა. მოძრაობა დატოვა ასევე მისმა თანაგუდნელმა კოკა გუნცაძემაც.