საზოგადოება
რუსეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს უფასო სწავლებას სთავაზობენ

1-minist-obrazსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. როგორც „რია ნოვოსტის“ თბილისის ბიურო იუწყება, რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ აბიტურიენტებს 2013–2014 წლებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებას სთავაზობს. გარდა ამისა, შერჩეულ სტუდენტებს სახელმწიფო უფასო საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფს და სტიპენდიას გასცემს.

სტუდენტების შერჩევას აწარმოებს შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გამარჯვებულ აბიტურიენტებს ტესტირებით გამოავლენს.

გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მაგისტრატურასა და ასპირანტურაში ჩააბარონ.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, აბიტურიენტებს და სტუდენტებს შეუძლიათ საბუთები ჩააბარონ შვეიცარიის საკონსულოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, 2013 წლის 10 ივნისამდე – სტუდენტებმა, ხოლო 2013 წლის 15 ივლისამდე – მაგისტრატურაში და ასპირანტურაში ჩაბარების მსურველებმა.

რუსეთის ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ, 20 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაადასტურებს  სტუდენტის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას, მასზე რუსეთის ფედერაციის ვიზა გაიცემა.