პოლიტიკა
გფბ-ს დირექტორი რობერტ მიულერი თბილისშია

1-robert-muellerსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, 8 მაისს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი ეწვია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მან შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

საელჩოში აცხადებენ, რომ თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დანაშაულსა და ტერორიზმთან საერთო ბრძოლის საქმეში. აშშ-ისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო, პროდუქტიული და წარმატებულია, რაც ახლახან ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ერთობლივი მუშაობით დადასტურდა.

რობერტ მიულერის თქმით, ის დარწმუნდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები გამოძიების ფედერალური ბიურის მტკიცე პარტნიორებად რჩებიან.