სამართალი
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილს და გენერალური პროკურორის მოადგილეს – ლაშა ნაცვლიშვილს, ფარესაშვილი მათ ბიზნესკლანების შექმნაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებზე მის ხელთ არსებული კომპრომატების გასაჯაროებისგან ჯერჯერობით თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ დაიცვას იმ ბიზნესმენების უსაფრთხოება, რომლებმაც ეს მასალები მიაწოდეს.
„გია ხუხაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს გარკვეულ ბიზნესკლანების შექმნაში ვამხელ. მე მაწვდიან ინფორმაციას ბიზნესმენები. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში იქნება ადეიშვილ– კეზერაშვილის კლანი თუ ხუხაშვილ–ხვედელიძის“, – აცხადებს ფარესაშვილი.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.