რელიგია
„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დღევანდელი წვიმის სახით კი უფალმა ნაკურთხი წყალი გვასხურა ჩვენ და ამ წმინდა ადგილას შევთხოვთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის", - ბრძანა უწმინდესმა.
გუშინვე მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღნიშნეს.
ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი მესამედ გადაიხადა.