პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა რუსეთ–საქართველოს შორის პრობლემების მოგვარების მცდელობა იქნება“

1-sochi-olimpსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, „ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა იქნება მცდელობა რუსეთ–საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“.

„ჩვენ სოჭის ოლიმპიადაზე კი არ მივდივართ, არამედ მივდივართ ოლიმპიადაზე, რომელიც იმართება ქალაქ სოჭში, აქ ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ ვმონაწილეობთ მსოფლიო პროექტში. ვისაც ეს არ ესმის, ჩარჩენილია „ცივი ომის“ ეპოქაში, როცა ბოიკოტებით ხდებოდა ვითომ ანგარიშსწორება ერთმანეთთან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას კვლავ მიუღებლად მიიჩნევენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას განცხადებით, ამას შეიძლება მოჰყვეს არაღიარების პოლიტიკის შესუსტება და რუსეთი ამ ფაქტს გამოიყენებს იმისათვის, რომ დასავლეთს კულუარულად კიდევ ერთხელ უთხრას, თითქოს რუსეთ–საქართველო ერთმანეთთან მშვენივრად ურთიერთობენ.