უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და რუსეთს შორის არც ისე შორსაა
საქართველო, 7 მაისი,
საქინფორმი. რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობა დასრულების სტადიაშია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა ფინიშის ხაზს უახლოვდება. ორივე მხრიდან შეთანხმებული ღონისძიებები ტარდება, რომელთა შესრულება რუსეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გარეშე მოკლევადიანი მგზავრობის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ლავროვმა.