საზოგადოება
თეა თუთბერიძე: „ქვეყანა თავზე ვანო მერაბიშვილმა დაგვამხო!“

1-Tea_tutberiZeსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ გაზეთ "ალიასთან“ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს 4 პირი იღებდა.

"პროკურატურა-იუსტიციის მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებდა ზურაბ ადეიშვილი, ზოგადპოლიტიკური მიმართულების საკითხებში ჩართული იყო გიგა ბოკერია, დანარჩენ სისტემებს, გარდა თავდაცვის სამინისტროსი, აკონტროლებდა მერაბიშვილი. ცხადია, საბოლოოდ ყველა ინფორმაცია სააკაშვილთან მიდიოდა. ერთადერთი მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად უძღვებოდა სისტემას, ეს ბაჩო ახალაია იყო“, - აღნიშნა თუთბერიძემ, რომლის განმარტებით, „ივანიშვილს მილიარდიც რომ გადაეხადა ციხის სკანდალური კადრებისათვის, ის მსგავსი რამის გადაღებასაც კი ვერ შეძლებდა. პირობითად, "ქართული ოცნების" მხრიდან ხათუნა კალმახელიძესთან რომ მომხდარიყო გარიგება, ამაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად ექნებოდა... მეტიც, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი თავად მერაბიშვილმა გააკეთა. ციხის კადრებით მერაბიშვილმა რეალურად დაარტყა მიხეილ სააკაშვილს და დაარტყა იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის უშუალო დასაყრდენი ფიგურები იყვნენ".

თუთბერიძის განცხადებით, წინაასაარჩევნოდ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად გადაყვანას თავისი მიზეზი ჰქონდა.

"სააკაშვილს ქვეყნის გარედან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი რეალურად გარიგებულია "ქართულ ოცნებასთან".

თუ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კარგად გააანალიზებენ, რაც მოხდა, კარგად დაინახავენ, ვინ დაგვამხო ქვეყანა თავზე, ეს არის ვანო მერაბიშვილი. ყველა მოვლენას მივყავართ იქამდე, რომ მერაბიშვილმა ითამაშა რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი თამაში. მას ახალი ხელისუფლება არ დაიჭერს, რადგან სწორედ მერაბიშვილს მიუძღვის დიდი წვლილი მათ ხელისუფლებაში მოსვლაში. თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ არის მიხეილ სააკაშვილი! ადამიანს, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, ივანიშვილი არ დაეყრდნობა  და სწორედ ის იქნება პირველი, ვინც მერაბიშვილს პოლიტიკურად საბოლოოდ გაანადგურებს", - განმარტავს თეა თუთბერიძე.