საზოგადოება
„დავთანხმდები, რადგან მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინისტრობა არის პოლიტიკოსის პროფესია და არა ექსპერტის და სპეციალისტის. ექსპერტსა და სპეციალისტს აქვს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი, ის უნდა იყოს მოადგილის დონეზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის დონეზე. მან მინისტრს უნდა დაუდოს წინ პოლიტიკური გააწყვეტილების ვარიანტები, მაგრამ პოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს მინისტრმა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ დავით კირვალიძემ მთავრობის სხდომაზე საკუთარი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.