აქტუალური
უკრაინული პროდუქციის ბუმი - ქართულ ბაზარზე

sigaretiროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, საქართველოში იმპორტირებული ყველა თამბაქო უკრაინული წარმოებისაა. ეს ინფორმაცია თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტშიც დაგვიდასტურეს. მიუხედავად სხვადასხვა შტრიხკოდისა და აქციზური მარკისა, თამბაქოს ყველა სახეობა უკნაირაში მზადდება და შემდეგ საქართველოში იმპორტირდება.

აღნიშნულის გადამოწმება საქინფორმმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში სცადა, სამინისტრომ სურსათის უვნებლობის სამსახურში გადაგვამისამართა. ამ უკანასკნელმა კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ მიგვითითა. თამბაქოს გარდა, ამიერიდან უკრაინაში ჩამოისხმება ქართული ზეთი ,,ბარაქა’’. ამ პროდუქტს უკრაინის ცნობილ ქარხანა ,,კრეატივში’’ სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დაამზადებენ.