რელიგია
პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს აღდგომა მიულოცა

1-religia2mtavarსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა:

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

თქვენო აღმატებულებავ,

ქრისტე აღდგა!

ამ დღეს ათასეულობით წელი ელოდა კაცობრიობა. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის წყალობით თანაზიარნი გავხდეთ მარადიული ნეტარებისა, რომელიც აღდგომის მადლით მოგვენიჭა.

გილოცავთ ამ ზეიმთა ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში ღვთის სადიდებლად და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

იხარეთ ორსავ სოფელს შინა.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

ღრმა პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

ილია II

აღდგომა ქრისტესი

თბილისი, 2013 წ.

1-religia2dok-1