რელიგია
ბიძინა ივანიშვილი: "გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!“

1-rel-1-mtavariA3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში, სოფელ ჭორვილაში შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  დაესწრო და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ბრწყინვალე დღესასწაული ტაძრიდან მიულოცა:

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული. ამ დღეს ხარობს და  ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი.კიდევ ერთხელ  გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!".

1-rel1-1A3