საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას ახალი წინადადებით მიმართავს.
“დღეს ბევრისათვის უკვე ცხადია, რომ მსხვილი სახელმწიფოები, ასე თუ ისე, სუბრეგიონული ცენტრებისა და კავშირების შექმნისკენ მიისწრაფვიან. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც რუსეთის ინიციატივა ევრაზიული კავშირის (ЕАС) შექმნის შესახებ, რომელიც აქტიურად განიხილება პრაქტიკულად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოსთვის, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ეს ინიციატივა და მასში მონაწილეობის საკითხი მწვავე შიდასაქვეყნო დისკუსიის საგანი ხდება. საკითხი განიხილება კონფრონტაციულ ხასიათში, გეოპოლიტიკური მეტოქეობის კონტექსტში, და გათვალისწინებული არ არის, რომ მსოფლიოში კონკურენციასთან ერთად გლობალური დიალოგიც მიმდინარეობს.ჩვენი აზრით, საქართველოს უფრო ეფექტიანად განვითარების შესაძლებლობა დღეს სწორედ მოცემულ სიბრტყეშია, კონკრეტულად - როდესაც საქართველო ერთმანეთს არ დაუპირისპირებს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესებს, არამედ მათ შეჯერებას შეეცდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას კომპლემენტარული პოლიტიკის კურსის არჩევისკენ, მივმართავთ მას მოწოდებით, საჯაროდ განაცხადოს, რომ საქართველოს მომავალ ევრაზიულ კავშირთან (ЕАС) შეერთება სურს.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს ამჟამინდელი სიტუაციით, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ევრაზიული კავშირის მზა მოდელი. დღეს ყველა იმ ეტაპზეა, როდესაც “პროექტი“ მშენებლობის სტადიაზე იმყოფება და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, აქტიური უნდა იყოს ევრაზიული კავშირის ამ “საპროექტო“ მუშაობაში, რათა მისი მომავალი არქიტექტურის საძირკველში საქართველოს ამოცანები და ინტერესებიც ჩაიდოს.
რუსეთის ჯავახკის დიასპორა
რუსეთი, 2013 წლის 4 მაისი