სამართალი
კიდევ ერთი თვითმკვლელობა

suicideროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, გამთენიისას გუთნის ქუჩის №27-ში 46 წლის თამაზ რონაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მან დანით ვენები გადაიჭრა და სისხლისგან დაიცალა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია თვითმკვლელობის მოტივი. თამაზ რონაშვილის მეზობლებიის ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.