პოლიტიკა
საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერ ძე პუტინმა ქართველ ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა:
დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის გამარჯვების მაისის წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის.
მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი, ვუსურვო მათ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, საქართველოს მთელ მოსახლეობას კი - მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მილოცვაში.