უცხოეთი
ცარნაევებს ტერაქტის მოწყობა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სურდათ

carnaevebi-ucxსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ძმები  ცარნაევები თავიდან აფეთქებების მოწყობას 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს გეგმავდნენ. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსს“ ქვეყნის სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენელმა აცნობა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

წყაროს თქმით, ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევებმა იერიშის მიტანა დაგეგმილზე უფრო ადრე გადაწყვიტეს, რადგან ბომბი მოსალოდნელზე ადრე დაამზადეს. ცარნაევებმა მათ მიერ გამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება 15 აპრილს ბოსტონში, საერთაშორისო მარათონის მიმდინარეობის დროს აამოქმედეს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 264 ადამიანი.