სამართალი
ოჯახის წევრების ინფორმაციით, შუბითიძე და რიკაძე ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული, როცა რუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. მოგვიანებით გიორგი შუბითიძე და თორნიკე რიკაძე თვითონ დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მომხდარის შესახებ აცნობეს.
მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობს.
ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა კიდევ 11 კაცი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში დააკავეს და მოგვიანებით 5 არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.