პოლიტიკა
"პრაიმერის" ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული გეგმის ნაწილია პროკურატურის მხრიდან ბოკერიას უწყებით დაინტერესება და სახელმწიფო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. ამავე მიზეზით დაინიშნა ხუხაშვილი ოფიციალურად პრემიერის მრჩევლად, თუმცა ამ მოვალეობას არჩევნების შემდგომი პერიოდიდან ასრულებდა.
ვინაიდან ძალოვანი უწყებები უშიშროების საბჭოს მდივნის კურაციის სფეროში შედიან, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის შემდეგ ხუხაშვილი ეკონომიკურ სფეროსთან ერთად ძალოვან მინისტრებზეც ოფიციალურ გავლენას მოიპოვებს.