აქტუალური
აქცია: “ის ვერც იფიქრებდა, რომ საქართველოში ოდესმე ფაშიზმი გაიმარჯვებდა!“ - სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაეცეს!

aktuall-akcia-a2საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 მაისს, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით თბილისში, გამარჯვების პარკის ცენტრალურ შესასვლელში (ვაკის პარკი, ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან) 13 საათზე მართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით “ის ვერც იფიქრებდა, რომ საქართველოში ოდესმე ფაშიზმი გაიმარჯვებდა!“.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მასმედიის წარმომადგენლებს გააცნობენ მიმართვის ტექსტს, შემდეგ კი მთელი დედაქალაქის მასშტაბით პლაკატებს და პროკლამაციებს გააკრავენ.

აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა.

საკონტაქტო ტელეფონები: 577 661747; 568 432200, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი.