იო-მობილების გამოშვება გაისად დაიწყება
საქართველო, 2 მაისი,
საქინფორმი. იო-მობილების გამოშვება რუსეთში მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ პროექტის იდეოლოგმა, ბიზნესმენმა
მიხაილ პროხოროვმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თავიდან იო-მობილების გამოშვება 2013 წელს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოდელის სერიულ წარმოებამდე ჯერ კიდევ შორს იყო. სკეპტიკური გამონათქვამების მიუხედავად, იო-მობილებზე მუშაობა გრძელდება. პროხოროვის თქმით, პროექტი არცთუ იოლი აღმოჩნდა, რადგან ახალი პლატფორმა ნულიდან იქმნება.