უცხოეთი
ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილ სტუდენტებს ბრალი წაუყენეს

boston-ucxსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი.  ბოსტონის ტერაქტის საქმეზე ამას წინათ დაკავებულ სტუდენტებს ბრალი წაუყენეს. ყაზახ დიას კადირბაევსა და აზამატ ტაჟაიაკოვს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო 5-წლიანი ციხე ელით, ხოლო ამერიკის მოქალაქე რობელ ფელიპოსს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების მონაცემებით, სამივე ეჭვმიტანილმა ჯოჰარ ცარნაევი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გაიცნო. ბოსტონის ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ ისინი ცარნაევის ოთახში შევიდნენ და იქიდან ნოუთბუქი და ფოიერვერკებიანი ზურგჩანთა გაიტანეს. მოგვიანებით, როცა ახალგაზრდებმა საინფორმაციო გადაცემებიდან შეიტყვეს, რომ მათი ამხანაგი ტერაქტში იყო ეჭვმიტანილი, სამხილებს სანაგვე ყუთში გადაუძახეს, სადაც ისინი გფბ-მ აღმოაჩინა.