პოლიტიკა
პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეული კანონპროექტები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება. თუკი პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონზე ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს.