სამართალი
დაკავებულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში თანაკურსელი, 1990 წელს დაბადებული გვანცა ა. მე-3 სართულის შიდა კიბის მოაჯირიდან ძალის გამოყენებით გადააგდო, რის შედეგად გოგონა მძიმედ დაშავდა. დაზარალებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გვანცა ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ შეყვარებულთან იჩხუბა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მას ხელი ჰკრა და კიბიდან გადმოაგდო. ინციდენტი სახელმწფო უნივერსიტეტში გუშინ, დაახლოებით 16 საათზე მოხდა.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.