სამართალი
საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა!
samart1-kirvaliZeსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, ა.წ. 26 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს მისცა (პოლიტიკური შოუ “პოზიცია“ ნინო შუბლაძესთან ერთად), პუბლიკაციაში „კარგად ვიცი NDI-ს გამოკვლევების ფასი, ამერიკელების, თუ ევროპელების... მათთვის მთავარია აჩვენონ, რომ საქართველოში - კოჰაბიტაციაა!“ - რომელ მინისტრს გაათავისუფლებს ივანიშვილი - საქინფორმის პროგნოზი“ საქინფორმმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გათავისუფლება ივარაუდა. და აი, დღეს დილით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა, რის შესახებ განცხადება მან დაახლოებით 10 საათზე მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. 
დავით კირვალიძემ, აგრეთვე, კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.
ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის გუშინდელ დააკავებაზე იხ. აქვე, რუბრიკა „სამართალში“.