აქტუალური
დიპკორპუსის გაწმენდა ნაცპროპაგანდისტებისგან გრძელდება: გიორგი ბარამია სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულად ინიშნება

aqtualuri3-baramსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას კანდიდატურა სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე განიხილება.

როგორც საქინფორმი .. 8 აპრილს იუწყებოდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დაკავებული თანამდებობ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გიორგი ბარამიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ის თავის დროზე სალონიკში გენერალურ საკონსულოშიც მუშაობდა. საბერძნეთში 300 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს. გენერალური კონსული კი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა იცავდეს, იქაური მოსახლეობის ნდობით უნდა სარგებლობდეს," – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გენერალურ კონსულად გიორგი ბარამიას დანიშვნის წინააღმდეგ საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ, მინისტრის თქმით, ამის თაობაზე მისთვის არაფერია ცნობილი.

ხშირად არის, რომ ვინმეს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის და შემდეგ აღმოჩნდება, რომ იგი არაფერში დამნაშავე არ არის. საპროტრესტო აქცია ძალიან რადიკალური ფორმაა და არ ვარ ინფორმირებული, რომ ასეთი რამ არის მოსალოდნელი, მაგრამ თუკი ასეა, მაშინ მე დავინტერესდები იმ ხალხის მოთხოვნებით და ინფორმაციით, ვინც ამ აქციას აწყობს," - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც ჩანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაითვალისწინა საქინფორმის და საბერძნეთში მცხოვრები მრავალი ქართველის აზრი და მიიღო გადაწყვეტილება, სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე ნაცმოძრაობის მხურვალე პროპაგანდისტი, ქსენოფობი, შევარნაძის დროინდელი პროკურორი, რომელ დიპამსახურში სოსო ცინცაძის „დიპაკადემიის მეშვეობით მოხდა, ღირსეული კანდიდატურით შეცვალოს.

საქინფორმი არც იმას გამორიცხავს, რომ ბარამიას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სწორედ ყოფილი გენკონსულის - ნუკრი გოგიტიძის მიერ იყოს პროვოცირებული.